ული ჰიონესი: ზეპ ბლატერი პრეზიდენტის პოსტს ვადამდე დატოვებს
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ივარაუდა, რომ ზეპ ბლატერი ახლო მომავალში ფიფას პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. "ამ ბოლო დროს რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ფიფას წევრებმა, საკუთარ თავს უფლება მისცეს, ბლატერი საერთაშორისო პრესაში გაეკრიტიკებინათ.
არ მგონია, რომ სიტუაცია თავისით ჩაწყნარდება. ორგანიზაციისთვის ახალი ცხოვრება ბლატერთან ერთად წარმოუდგენელია.
ჩემი აზრით, ბლატერი ფიფას პრეზიდენტის პოსტს ვადამდე ადრე დატოვებს", - თქვა ჰიონესმა.
|