თვითმკვლელობა
შენზე ფიქრები, გონება არეული, შენი დაკარგვა მაშინებს. სიზმრებს მივუყვები და ჩემი ორეული შენზე ფიქრს იწყებს მაშინვე.
შენი მონატრებით ფიქრების გადამკიდე, გართობა მომანდომეს ხურდებმა, შენი ნახატები რაფაზე გადავკიდე, არ ვაქცევ ყურადღებას და ხუნდება.
დებილად გადაქცეულ, გიჟების ქალაქიდან მე უფრო გიჟივით გავდივარ. მთვრალი, მთვარეული, გიჟი და ნაგიჟარი ამ ქალაქის, ლანდი ვარ.
ამდენი ნაგიჟარი საიდან მოათრიეთ, ამდენი ლოთი და იდიოტი. არ მინდა დალევა გთხოვთ, მაპატიეთ, მახსოვს თვითმკლელობისაკენ მივდიოდი.
ჩემი ხეტიალი ამ სიგიჟეში, გაქრება მალე. მივდივარ, ლოთებო, გემშვიდობებით, კარგად. ეს ჩემი ბოლო დღეა და აუცილებლად დავლევ ნუ ღელავთ, ნუ ღელავთ არაფერს ვკარგავ.
ავტორი: ილია ყარმაზანაშვილი
|