საქართველოს შვიდკაცა ნაკრები მოსკოვში შერცხვა
მოსკოვში, ევროპის გრანპრის მეორე ეტაპზე, ერთობ შერცხვა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები. კახა ალანიამ რუსეთში ექსპერიმენტული შემადგენლობა წაიყვანა - ბექა ბიწაძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია, ივა დავითაშვილი, ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი აფციაური, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი აბრამიძე, რატი ნუცუბიძე და დავით მაკაროვი.
ქართველებმა A ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავეს, ბოლოს კი მხოლოდ ბოლოსწინა ადგილისთვის მოუწიათ ბრძოლა.
A ჯგუფი საქართველო-უელსი 21:25 საქართველო-უკრაინა 19:12 საქართველო-ინგლისი 7:47 საქართველო-ჰოლანდია 12:36 საქართველო-რუსეთი 0:33
პლეი ოფი საქართველო-იტალია 14:43 საქართველო-ჰოლანდია 24:10
|