რაული მადრიდის "რეალის" ვარჯიშს დაესწრო
მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი, რომელიც ამჟამად ყატარის "ალ საადში" გამოდის, "სამეფო კლუბის" ვარჯიშს დაესწრო. რაული გუნდის ვარჯიშს ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე დააკვირდა. ვარჯიშის შემდეგ ის გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, მის თანაშემწეებს და "რეალის" ფეხბურთელებს გაესაუბრა.
რაულმა "რეალის" ფეხბურთელებთან ერთად ფოტოები გადაიღო და წარმატებები უსურვა.
|