მთავარი » 2012 » ივლისი » 24 » მოხუცი
11:15 PM
მოხუცი



იჯდა მოხუცი სევდა მორეული
სახე ნაღვლიანი დარდისგან,
სევდას მისცემოდა გრძნობა შორული…
თავისთავს აღარას ვარგისად.

იჯდა მოხუცი სახეს ნაოჭები,
როგორ დაამჩნია სიბერემ,
მარტის ამინდია უცქერს გაოცებით...
გული ძველ სიმღერას იმღერებს..

თვალსაც დაკლებია, ისე ვეღარ ხედავს,
ხანდახან სმენაც კი დუმდება,
პასუხის გაცემას უკვე ვეღარ ბედავს
დარდებს გულში იკლავს ჩუმდება.

თვალებს ნაღველი აქვს,მუხლიც აღარ უჭრის
მაინც შემოუვლის ვენახებს,
ძლივსღა დაფარფატებს თუმცა ძლიერ უჭირს,
გაყურებს მის დარგულ ყველა ხეს...

მერე სევდიანი ბილიკს წაუყვება,
საფლავს დაინახავს შორიდან..
წუთისოფლის ამბებს შავ ქვას მოუყვება,
ეტყვის შენი ქმარი მოვიდა,

ცოლის საფლავია შარშან რომ მოუკვდა,
გამზიარებელი სიბერის,
დღესაც სიყვარულთან შეხვედრა მოუნდა
ხმელ ბალახს აშორებს მიფენილს.


შემდეგ ჩამოჯდება თავზე ქუდმოხდილი
და იწყებს თავისთვის საუბარს,
თითქოს ვალი ქონდა ახლა ვალმოხდილი
შავ ქვას გრძელ საუბარს გაუბავს.

შვილი არ ყოფილა აგერ ხუთი თვეა,
არც კი უკითხივარ საერთოდ.
იქნებ აღარავარ იქნებ მივიცვალე
მერე ჩემს ქელეხში გაერთონ.

სანამ ცოცხალი ვარ ახლა მჩირდებიან,
დრო კი როგორ სწრაფად გადისო
ჩვენი შვილიშვილი პატარა გიორგი,
თურმე ცეკვის წრეზეც დადისო.

ეჰ მუხლი არ მიჭრის თორემ რა დამიჭერს,
ხვალვე წასასვლელად მოვიცლი,
ფეხით წავიდოდი ისევ რომ შემეძლოს
რამდენჯერ ვყოფილვარ ხომიცი...

ასე საუბარში მოხუცი გართული.
არ ვიცი რამ უნდა დაღალოს,
გრძნობა აყოლილი და სევდა დართული
მზე ჩადის მოიწევს საღამო.

ხელს ქვას გადუსმევს და ემშვიდობება
თითქოს საყვედურით რა უყა
მერე ისევ ისევ ბილიკს მიაშურებს
ახლა სახლის მხარეს გაუყვა.

მივა დარდიანი ბუხართან დაჯდება
მკრთალი შუქი ფანტავს სიბნელეს
შემდეგ წამოწვება იქვე ძველ საწოლზე
კვლავაც ეგუება სიბერეს...

ხვალაც ჩამოჯდება ალბათ სევდიანი
კვლავაც გაუყვება ბილიკებს
ისევ გადახედავს მინდვრებს და ვენახებს
საფლავს არასოდეს ივიწყებს..

მერე დარდიანი და გულში ნაწყენი
მასავით ლოდინს ან ვინიშლის
თვალი გზისკენ გარბის და კვლავ ელოდება
თავის შილსა და შვილიშვილს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 648 | დაამატა: paata_19972 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#273c13 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#65a22b none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#346704 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
სახელი *:
Email:
კოდი *:

საიტის მენიუ

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 110
რომელი ბრაუზერი ჯობია ?
სულ პასუხი: 166

Naruto vs Pain - T

NarutO Vs Orochima

SEBASTIAN'S VOODOO

CS: Death Wish

Counter Strike Bes

[CS 1.6] In 1 sec

GAIGEMETI.UCOZ.DE

AXS-KLAN.UCOZ.COM

GEOWAREZ.TK

MOVIEFUN.UCOZ.COM

რეკლამის ადგილი

მინი-ჩათი

ერთი დიდი სიყვარულ

რეპერა ძაან მაგარი

ბუბა (BooBa) - ობო

ბუბა (ჯუჯები) - ბო

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეიტინგი

www.wsa.ge check pagerank online PageRank Checking Icon