Intonaciuri Leqsebi / ინტონაციური ლექსები
კარგი
მეფე მეგონე
და გამოდექ ავი
ერთი გითხარ ხუმრობა
და უნდა მომჭრა
თავი ?!
****
ციდან ცვივა ფანტელი
გვირილების ხელაო
ამ
გაჭირვებაში და უბედურებაში
სააკაშვილისთვის მცხელაო?!
****
უცებ
ზეცა მოიღრუბლა
კარგს არაფერს გვპირდება,
ბაყაყებს თუ ამოვჟლიტავთ
ვითომ
წვიმა იქნება?!
****
ეს გზები რომ გადაკეტეთ
ვერ
ვახერხებტ მგზავრობას
ასე გინდათ გავაქციოთ
დღევანდელი მთავრობა?!
****
სასახლე
რომ წამოჭიმეთ
კი გეკუთვნით მედალი
პოეტისთვის დაგენანათ
ერთი
სუფრის დედალი?!
****
სამათხოვროდ როცა ვზივარ
ფულს
მიყრიან ქუდში,
აბა ქუდი თუ არა მაქ
იმას ვზდიო კუდში?!