განშორებისას შენს გულგრილ სიტყვებს, ვუსმენდი ზუსტად ორი წლის წინათ, დგას ოქტომბერი და ფიქრებს მირევს, შენში კი წარსულს ბავშვივით სძინავს.
და ახლა შენი სუსტი სურვილით, გაშლილ მაგიდას ვუსხედვართ ორნი, მაფორიაქებს შენი დუმილი მაწამებს, როგორც თამბაქოს ბოლი.
თავს არ გასცემენ თრთოლვით ხელები, და არც ჩემს თვალებს დასცდება წვიმა, არც ბაგე გეტყვის, რომ მესიზმრები ისევე, როგორც ორი წლის წინათ.
|