"ბარსამ" ჟერარდ დეულოფეუ "ვალენსიას" არ დაუთმო
"ბარსას" 18 წლის ფორვარდის, ჟერარდ დეულოფეუს შესანიშნავი თამაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა - ამ ფეხბურთელს "ვალენსიამ" დაადგა თვალი. ჟერარდმა ესტონეთში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. "კომ რადიოს" ინფორმაციით, "ლოს ჩეს" ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა "ბარსელონას" წინადადებით, მაგრამ სასტიკი უარი მიიღო - "ბარსა" ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტს არაფრის დიდებით არ გაასხვისებს.
|